ხალხურ მოტივზე
დოქმა თქვა, - წუხელ შევთვერი, ნაღველი დამედინაო, ცრემლს მომწმენდს ვინმე მელექსე, ალბათ, კახელი თინაო. მოვა, მარგალიტს დამაყრის, სიტყვა აქვს ალმასისაო, სილაღე - თეთრი არაგვის, სიდარბაისლე - მზისაო. ტაბლას გააწყობს ალავერდს, წყალობას მოიმკისაო, მთვარეს თამადად დაადგენს, ვარსკვლავეთისა მკვიდრსაო. ცივგომბორს მიესალმება, რიდი აქვს დიდი ძმისაო, ახსენებს წმინდა სამებას, სიტყვას არ იტყვის ძვირსაო. ოქროს ძაფებზე აასხამს თვალ-მარგალიტის მძივსაო, მზე ოქროს გვირგვინს დაადგამს მელექსე თინათინსაო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |