ქვევრმა თქვა, - კაცმა ჩამაცვა სამოსი ფერი მზისაო, ვაზი დაწურა, შემასვა ზედაშე ალაზნისაო. დამადო კლიტე ქვისაო, ხან საქორწინოდ ამხადა, ხან სატირლადა ძმისაო. წილხვედრი დედა ღვთისაო, მლოცავენ წმინდა მამანი, მადლი მაქვს სამებისაო. შემსვამთ და გამიხარდება, ეს დალოცვილი საწუთრო მეამებ-მეგულხატება.
თიხა ვარ უფლის რჩეული, ჰარულალო, დაა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |