დღე იყო ჩუმი, უღრუბლო, წყნარი, შენ იდექ ტყეში გარინდულ პოზით, მე ამ დროს გვერდით გამოგიარე ხელში წიგნებით, გულთან მიმოზით. ორთავეს გვჭვრეტდა მზე მოციმციმე, ვიდოდი ობლად ხეების ჩრდილში და მწუხარება დაგქონდა მძიმე. და მისდევ სადღაც უსახო დარდებს, გნახავ სულთმობრძავს - მოგეფერები, მოკვდები? მოვალ, მოგიტან ვარდებს. და დაიხურა ყველა ფარდები, მოკვდი და გრძნობა კვლავ გაცოცხლდება, მოკვდი და ისევ შემიყვარდები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • საფო მგელაძის პოეზია |