დევნილი სული მარტოობით განაწამები, ამაოდ ეძებს სულის თვისტომს ცივ უდაბნოში, ამაოდ დაძრწის დაყიალობს უფერულ ბრბოში დევნილი სული მარტოობით განაწამები... მინდა ავკინძო ბედნიერი, ტკბილი წამები, ვერ ვპოვე ერთიც, თუმც ჩავეშვი უძირო დროში, დევნილი სული მარტოობით განაწამები, ამაოდ ეძებს სულის თვისტომს ცივ უდაბნოში. |
პოეზიის გვერდი • • • • • • საფო მგელაძის პოეზია |