რიჟრაჟი თითებს ვიოლინს დაკრავს ცა ერითმება ფერთა ლიანებს ბობოქარ ზღვაში ავუშვებ აფრას თუ შენი ნავი დაიგვიანებს. და გამიტაცოს ჰარონმა შორა მაშინ მიტირე ვით მელეაგრა სტიროდა თავის ჰელიოდორას. წინლტოლვის სურვილს ნუ დამაყვედრი და თუ კვლავ შევდხვდეთ ცხოვრების გზაზე ჩვენც შევირიგოთ ჩვენ-ჩვენი ხვედრი. არ დაიბნევი, არ შეფერხდები, დაგადგამ გვირგვინს დაფნისგან დაწნულს და ჯვარს გადაგვწერს თვითონ ღმერთები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • საფო მგელაძის პოეზია |