დაგროვდა სიტყვა და ის გულმა ვერ დაიტია, მოველ მეამბნა, შენ კი კარი დაგიკეტია, წასულხარ სადღაც, და არც ვიცი გეძებო სადა! იყო სიტყვების თითქმის მთელი კორიანტელი, იყო ოცნება, ცისკარივით სუფთა, ნათელი... დღეს კი ყველაფერს სათითაოდ დაეშვა ფარდა, სადა ხარ, სადა და საუბრობ ვაჟთან თუ ქალთან, მე ისევ ვდგევარ მოწყენილი დაკეტილ კართან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • საფო მგელაძის პოეზია |