ორნი მოხვედით ჩემს სანახავად, ორნი მოხვედით პოეტურ გრძნობით, ვიყავი ცუდად, ვიყავი ავად და მწვავდა სევდა ამოუცნობი. და ქრება სულში ბურუსი მუქი, ტერენტის მძაფრი მელენქოლია, ალიოს თმების ნათელი შუქი, - კვალვ პოეზიით ააფერადებს, მათ სულში კიდევ მრავალ ლექსს სძინავს, კვლავ ახალ აზრებს ახდიან ფარდებს. მეორეს ისევ სწყურია ბრძოლა, მე ვნატრობ სითბოს, სინაზეს, ვარდებს და მომეწყინა ლოგინში წოლა. ორნი მოხვედიტ პოეტურ გრძნობით, ვიყავი ცუდად, ვიყავი ავად და მწვავდა სევდა ამოუცნობი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • საფო მგელაძის პოეზია |