ნეტამც კი ია ლამაზი ადრე მოსული ველადა არა ჭკნებოდეს, ქრებოდეს მოულოდნელად, ხელადა. სათუთად მწვანე ველზედა დიდხანს რჩებოდეს, ტკბებოდეს მზისგან ჩამოშლილ ქსელზედა. და გულის უკვდავ სურვილსა ყურს არვინ უგდებს არასდროს და არც ვინ მიკლავს წყურვილსა: ია გაშლილი ველზედა, ბოლომდის დარჩენილიყოს მშობლის გულსა და მკერდზედა. გულმაც იკვნესა, იომა, და მაინც მათგან მოგართვა ეს ია ძია შიომა. გულით გამომყვა თავადა რომ შენს საფლავზე აყვავდეს ისევ შენს მოსართავადა. ია მოსული მცველადა, ტოლების სასიხარულოდ, არა გულდასაწველადა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შიო მღვიმელის პოეზია |