ქორწილის წინ დედაჩემთან ვსაუბრობდი ცალკე დედამ მითხრა: - გაუფრთხილდი შვილო, მზითვის სარკეს! არის ხალხში ძველი, თუ ოჯახში სარკე გატყდა, რაღაც საფრთხე ელით! რამდენს გეტყვით ამბავს!.. ამ სარკის წინ მე ჩამაცვეს საქორწილო კაბა. თვლები უთვალავი, კაბა თეთრი მიხდებოდა, თმა კი შავი, შავი... დგას ოთახში სარკე, ნახევარი საუკუნე ჩემს ცხოვრებას ვარკვევ. გული გამებზარა! თუ რამდენჯერ გული გატყდა და სარკე კი - არა! და ზრუნვას არ გაკლებ, შეგენახა ჩემი სახეც მზისთვის ცივო სარკევ! მე დარდი მდევს ერთი: რად მიხდება თალხი კაბა, თმა კი თეთრი, თეთრი!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიჯანის პოეზია |