ვიღაცას ცოტა აგვიანდება, მაგრამ ვიღაცა არ მოდის სულაც, ვიღაც კი, როგორც ბედის ბრალდებას ინახავს კიკნა გოგონას სურათს. ვიღაც ფერწასულ, მცირე ბარათზე მთელი სიცოცხლე უქხმოდ ლოცულობს... ასე ამშვენებ და ალამაზებ დიდ გზას დასიცხულს, ხევ, მარტოსულო... არ ვიცი როგორ, და მეც მამაღლებ, ყველა სურვილზე, ყველა ტკივილზე! რომ არ მოჩანდე წვრილმან საბაყლოდ, სოფელო, წუთით რომ შემიხიზნე, მე იმ შუქმოსილ ჩრდილს ვეფარები, მე იმ ზეციერ ნიჭზე ვლოცულობ... მავსებ სინათლით და მოკრძალებით, სულო სპეტაკო, მზედ გარდმოსულო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |