მიცქერ, ღუღუნებ მტრედის ხუნდივით, მალე დაიწყებ ტიტინს, და აფრინდება ჩემი ბუდიდან ერთიც - ხატულა ჩიტი. სულ ოქრომკედით წერილს - ჩემი ბავშვობის ცისფერ ქალაქებს შენ დაუბრუნე ფერი. ლურჯი ფასკუნჯი ისევ მღერის და გალობს და ქვაფენილზე, ქუჩის ხმაურში ჭინკებს ჩაუდგამთ კალო. ყაყაჩოს შუქზე ცვარს გალუმპულ ხელებს, ქონდრისკაცებმა ჩაბერეს ბუკებს, ტყiდან მოუხმეს ბელებს. თუ ქარი არხევს ეჟვნებს, მე ცისარტყელას კაბით ვირთვები, მოგდევ მხიარულ გზებზე. მზის ბაჭიები ცქნაფა, მეფერებიან თეთრი თათებით მიმომიჩითეს კაბა. ფერად მოვიდა შინდი... ვიღაც მეხება ცივი თითებით - ჩიტებს რა ფასში ყიდით? გახევებული ვდგევარ, ეჰ, ზამთარსიაც არ იშლის ზოგი ყიდვა-გაყიდვის ჩვევას. თუ გსურთ, ინებეთ - ვჩუქნი, და ცისფერ ქალაქს მაინც არ ვტოვებ, მოგდევ ფერადი ქუჩით. სულ ოქრომკედით წერილს - ჩემი ბავშვობის ცისფერ ქალაქებს შენ დაუბრუნე ფერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მზია ჩხეტიანის პოეზია |