შემაძლებინე, მაღალო ღმერთო, მოყვასთა ჩემთა მუხლი ვუყარო, მოძმე მკერდიდან არ მომივკვეთო, ტრფიალი მისი არ განმიქარვო. გარდასახდენი არ განმარიდო, ღირსად მყო ძისა შენისა ჭვრეტად, ჩემის ცხოვრების სამაგალოთოდ. მოსახდენს ზურგი არ შევაქციო, სურვილი შენი, განზრახვა შენი, მიზნები შენი ჩემად ვაქციო. |