ბედს ყველასთვის თითო რამე მიუცია, მასზედ ხარობს, მე კი დავრჩი უპატრონოდ, ობლადა ვარ, არვინ მბრალობს. სულ ჯანღშია, აღარ დარობს, მზეც ღრუბლებში გამხვევია, მის სხივებიც აღარ მწყალობს. მგოსნის ენა აღარ გალობს, გამხმარ ბაღში, ძეძვ-ეკალში იგლოვის და ბედსა ნანობს. დღენი ჩემი ასე წვალობს, ყველას თავი ვანაცვალე, მაგრამ მე კი არვინ მყვარობს. სუდიაც დედინაცვალობს, შენ ის ლომი აღარა ხარ, ახლა მელაც შენზე ძალობს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |