მეცა მქონდა ერთხელ დღენი მზიანი, მაგრამ ბედმან მომაყენა ზიანი, მაცილებენ ჩემნი თვალცრემლიანნი, ჩემთვის მიწას კარები აქვს ღიანი. აღარა ვარ ქვეყნად გასახარადა, მიწა მელის გულზე დასაყარადა, გთხოვთ, არავინ მომგონოთ ავადა. ვინც ათენა, ბოლოს დაუღამია, სიცილს შემდეგ ცრემლსა დაუნამია, ბოლოს ყველა მიწას შაუჭამია. მე რა მესმის პატრონისთვის მწარია, მოვალთ, მივალთ, სოფელი ამგვარია, ვინც პატივს მცემს, მიცოცხლოს ჰამქარია. თქვენ მშვიდობით, მიწას ჩამასვენევით, ამასა გთხოვთ, სიტყვა დამიჯერევით, იეთიმ-გურჯის ლექსი დამიმღერევით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |