ზოგი ამაყად დაჰღუღუნებს მოხატულ აკვანს, ზოგი ჯერ კიდევ ელოდება ბედნიერ ვარსკვლავს. ზოგი ჟამიჟამ მე თბილისის ქუჩებში მხვდება. ამ ძახილსა და მდუღარებით ნათქვამ სტრიქონებს! გათხოვილი ხართ დიდიხნის თუ ახლა თხოვდებით, ყველა თქვენგანი რომ ეგონა მზეთუნახავი. და სიხარულით ადიოდა მეშვიდე ცამდე... განა არ იცით: არაფერი არ იკარგება, ეს თვითეული ნაპერწკალი თქვენი სხივია. რომელიც ჩუმად გადასულა გულიდან ლექსში. იცოდეთ, ესეც ბრალია თქვენი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ხუტა ბერულავას პოეზია |