აყვავდნენ ჩვენი კახაბლები და ატმის ხენი, წვიმის შხეფებად თითქოს წითელ ფიფქებს ისვრიან... ნეტა შემეძლოს ახლა მხრებზე მოგხვიო ხელი, გარს რომ მაბურავს, შენი თეთრი თმების ნისლია... აწ სამუდამოდ ვერეს ჭალას უნდა უმზირო, შენს განშორებას, რა ვქნა სული ვერ შეეჩვია და ყავავილივით გულით დამაქვს სევდა უძირო... რაღად გინდოდა ნეტა ჩემი ჩუმი ცრემლები, მე ხომ ყოველთვის სიხარულის ლექსს გპირდებოდი! შენზე ნაღვლობენ ჩემი ნაზი წიფობელებიც და თითქოს შენი ცივი ლოდი მე მაწევს გულზე... |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |