მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 902 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

იქნება, ბედი მართლა მწყალობდეს,

გამოვერიდო კლდეებს ფრიალოს.

მარტოდ წამოსულს დაგყვე წყაროზე

და შიშის ზარმა აგაწრიალოს.

ვერ გავიგონო გოდება ოხვრის,

ჯერ შეუცოდავ ფიქრში ნაწები.

გინდ მომაფხრიწო კალთები ჩოხის,

გინდა ფრჩხილებით მკორტნო ღაწვები.

შენ იცი - მკერდზე რა ლოდად მეწვა,

დღემდე რაც მდევდა დარდი ყოველი,

მაშ ვით დაგიხსნის ცრემლი და ხვეწნა,

გულიდან ბოღმის გამომწოველი.

მე კი მოგაპყრობ ოდესმე ალალს

თვალებს ამღვრეულს ვნების ზმორებით,

მერე ნებაზე მოვზიდავ დალალს

და მუხლმომტვრეულს ჩაგეკონები.

ცას კი ეფაროს სიმშვიდე ლილის,

მზეს რომ მოღრუბლულ შუბლზე იწინდავს.

მერე ავდგები ასე დაღლილი,

რომ აგაწყვიტო დედამიწიდან;

და არც დავიწყებ მომხდარის განსჯას,

კაცი უკეთესს სხვას რას ინატრებს?!

მერე ვადამდე ჩავიცემ ხანჯალს

და ჩავეხვევი ლამაზ წინაპრებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ