შეხედე, შეხედე, შეხედე, შეხედე, რა მთვარე ამოდის! ცოდვაა სიმღერით არ შეხვდე, სამგორში ამწვანდა წალკოტი. რა ლურჯი გამხდარა იორი, ვერცხლისფრად შრიალებს ბაღნარი, მანანამ დანამა მინდორი. მანანამ შორი მთის ორწოხი, სამოთხეს ვიხილავთ ამაღამ, ცეცხლისფრად მოფრინავს ხოხობი. ხეები ნაზ ტოტებს დახრიან, ბაღებში გადმოვა ჩხრიალით იორის ზვირთები არხიდან. ცოდვაა, სიმღერით არ შეხვდე, რა ცეცხლით მოსულა ყაყაჩო შეხედე, შეხედე, შეხედე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა ფორჩხიძის პოეზია |