შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი, გაკრიალებულ და უნატიფეს შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი, რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე, გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი, რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს.
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე, შენ დიდხანს დგახარ ღია კარის წინ და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს. |