დღეს როიალი გარდაიცვალა... სული ამოშრათ შეშლილ კლავიშებს და პიკის ქალი, თვალცრემლიანი, უპანაშვიდოდ აფენს აფიშებს. ვით ტრავიატა კონცერტი მარტის... და ცრემლით აცრილ მცივანა ქარში სიცხიან ნოტებს ფანტავს მოცარტი. ოტელო ღამეს დაისი უმძიმს... და ტრაურიან თეატრის კართან "მთვარის სონატა" ჰკიდია ყუნწით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |