მირზა გელოვანს
არ შეგაგონო, გული ვით მიზამს: ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია; არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა! თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან. რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები. და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია; მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს, სხვის ქვეყანაში რაც უთოვლია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |