ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად, როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით; ყელს, საცაა, გული აებურთება - ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული. ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით; მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს პლაჟს გაუშლის პაჟი – გამოგონილი. ბოლო სცენას გაასრულებს აბსურდის; ამოიცან, ავიცენას გოგრიდან: ლექსის სურდოდ გავრცელება რას უდრის!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |