მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობ განაჩენზეც მომესაწყლა ხელი; ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს... ჩამოცლილა მადლის საწნახელი. გაიპარა ჩანაწობი წლები... ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი - უბნის ქურდად მონათლული ძმების. საძმო ფული აწ ფუფულოდ ხარჯე... სერობამდე გაგცა მამლაყინწამ და ცხრა წელი შემოადნა მაჯებს. რომ ნარიდან ავიკრიფო ძვლები; აბეზარი ბუზი - ტუზის სიმსხო - გაუშვა და... გადმომხედა შვებით. მაცდურ ქსელთა მბეჭავ ბაბაჭუას; გისოსიდან მიმზერს - გაფუყული: რა უგულოდ ვლოღნო პურის ყუას. არც შეგიქცევ გოფრე გრამაფონით. მაგრამ: წყალი რომ წაიღებს ბორანს, მებორნესაც ახსენდება ფონი... წითელ "პრიმით" ვერ ამინთებ მწვანეს; იუდასიც არ ყოფილა ვერცხლი - ჩამშვებაძის თამბაქოზე მწარე!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |