მამადავითზე ავდივართ ორნი, თუმცა... ბინდია უკვე - მესამე. რწყავს მარმარილოს momento mori - გრილ პანთეონის მონათესავე. გრაგნილი შორი - ნიაგარების ნელია სურო და საყდრის კარიც მშვიდია, როგორც ყდა სახარების. მთაწმინდის მთვარეს, ისე მკრთალია და ისეთი, რომ... აქ დაამთავრე... სიკვდილმა რომ არ დაგიზეპიროს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |