მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
უკვე ქალი ხარ
და არ გრცხვენია
იმ სიმორცხვის და
იმ ურცხვი ხვადის,
ყველა ქალი ხომ
ევას ცრემლია...
შენც იმ უპიდან
გადმოკურცხალდი.რა უბედთეფშოდ
გადაგიარა
ტალღამ -
დანაშავ-უნაშაულის...
და ერგო ადამს:
პანტა კი არა -
სამოთხე უბის
თურაშაული!
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები