ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა... თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია, ცხენიანა მჭირს ჭრილობა! რა მწუხთში ამოწობილა უცხო მიწა-წყლის შვილობა. ყარყუმის ბეწვის მაგიერ - ჭინჭნარში წოლა ტიალად; უნდომლად ჩამორთმეული ალალ მოწვდილი ფიალა... მაგრამ... თუ ქალმა გაცდუნა, მაგრამ... თუ გულმა იალა, სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა თივისებრ აგაბრიალა!... ხორცი - ხოხბისა კი არა, პური - თავთუხის კი არა, ღვინო - მუხრანის კი არა... უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს, ურჩომიმც გჭირდეს იარა. ვაი, რა შარი ყოფილა, ცაი, რა ზარი ყოფილა, რა ბინდისკარი ყოფილა - ქართველოს ცოლზე ცილობა... ქვიშას ვჭამ მუხრანისასა ათასგანა მჭირს ჭრილობა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |