შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები, ანდა - ყაყაჩოთა სახადი?.. ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი. ნიავი მოირგებს ქილიკით: შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!.. წყარომდე მოკლდება ბილიკი... ჩვილ ბაგეს აგემე ამურის მარილი; ნიავიც ამაღამ აიხდენს საწადელს, გაღმა დაქარდება, ქალივით. გახლეჩილ ბროწეულს აუვლის ტკივილი, და ვიდრე... და ვიდრე... იყუჩე, მკლავებში მარწიე ტივივით!.. სატევარს ქარქაში უტიე ვადამდე!.. ხვალ ისევ ჩავპურდეთ ამ ჭვავის ყანაში და ხვალაც წითელა გადამდე... ნიავმაც მოგართვა კაბა და... წითელბატონები წყრებიან შინდებზე: წადითო, გეყოთო ლამბადა!... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლაშა გახარიას პოეზია |