შენ სამუდამოდ ჩემთან დარჩები და ძველმანივით გაგანიავებ... მე ჩემსას გეტყვი და შენც ბავშვივით, გამაკვირვე და რამე მიამბე... ერთურთი როგორ დავიმეგობრეთ... როგორ თარეშობს წყეული ფიქრი და გვაყაჩაღებს, როგორც მეკობრე... ერთმანეთი ხომ ღმერთმა გვარგუნა… არ შეკრთე, როგორც უმწეო ჩიტი, აღარ დაგაფრთხოს გულის ბრაგუნმა. განსჯიან ბოლოს ცოდვილს და მართალს… ჩვენ ყველაფერი ვიკმაროთ ცოტა, სიყვარულის და სიცოცხლის გარდა… |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |