ზღვა მოდის ჩემთან… მე მას ვიხსენებ, ზღვაო, ვარ ისე, არა მიშავს რა, იქნებ დაწყნარდე და დაისვენო, მეც გავყუჩდები, როგორც ნიჟარა. შენი მზითა და ზეცით გავერთო, რომ ერთმანეთი კვლავ მოვინატროთ მოწყენილებმა უერთმანეთოდ. რომ ნაფოტივით მშვიდად მარწიო… ჩემი წუხილი შემოგაპარო, შენი ტკივილიც გავინაწილო. ჩემი ცხოვრება მაინც რა იყო… შენ შეგიძლია, სუსტი სხეული მკვდარი თევზივით სადმე გარიყო. და ოცნებებიც ისე გაფანტო, როგორც ნაპირზე ჭრელი კენჭები, მიმობნეული უმისამართოთ. ზღვაო, ვარ ისე, არა მიშავს რა, იქნებ დაწყნარდე და დაისვენო, მეც გავყუჩდები, როგორც ნიჟარა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ელგუჯა მარღიას პოეზია |