გაზაფხულის მოციქულო, პირლამაზო ჩემო ია, ნამის სატრფოვ, სიყვარულო, თვალ-ჟუჟუნა პაწაწია; შენს სამშობლოს გულ-მოქარგულს, ძაძა რისთვის მოახვიეს კოკორ-გაშლილს შენს სიყვარულს? მე სტუმარმა უცაბედმა, ის ჩემს ციხის ფანჯარაზე მოწიწებით დადო მტრედმა: შენს ხელებზე გაბმულ ჯაჭვსა, ჰკითხე კლიტეს - შენს კისერზე და ცხოვრების ქარიშხალსა; შეეცვალა უცებ ფერი და ფანჯარის რკინის ჩარჩოს ზედ დააკვდა მშვენიერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იროდიონ ევდოშვილის პოეზია |