შენზე თქვეს გაგითხოვდაო, მაცნობეს შენი ღალატი, გამოვიცვალე სამოსი, ჩავიცვი შავი ხალათი. ატირებული ბარათი, იქ ვერაფერი დავთესე, სადაც ოცნებით ვბარავდი. ალბათ მაგ გულის კარამდინ, და ალბათ მაგ შენს თვალებში, ბუზივით დავპატარავდი. ქალო, ჩემდამი ღალატი, მეც გამეცვითოს ამ ტანზე სამგლოვიარო ხალათი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |