მე იქ მომეცით იმქვეყნის ბინა, სადაც კაცს წყაროს ნანა აძინებს, დეკიან გორზე ჩემი ცხედარი წააღებინეთ ლეგა არწივებს. და ნაწილ-ნაწილ გაინაწილეთ თმებამოშლილი ქალის მაგიერ კლდეების ნისლის ცრემლი მაწვიმეთ. როგორც კივილი ქორწილის მაყრის, თავთან დამირგონ ქოჩორა დეკა და ფეხებთან კი თეთრჩოხა არყი. ბებერი ირმის ვისმენდე ბღავილს, ბუნების ხელით კოხტად ანთებულს სანთლად ვხედავდე პირიმზის ყვავილს. და შმაგი ცხენის მშფოთვარე ჭიხვინს, ძეგლად დამიდგან თუშ მოყმეს თავზე რქებდაგრეხილი ბებერი ჯიხვი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |