ოკეანიდან მოსულ მეზღვაურს, ხმელეთზე მოგყვა შუქი დიდების და მოკრივეთა ამაყ მეთაურს, გქონდა მარაგი ლოთურ გინების. შეაზრიალე მკერდი ოკლენდის, დიდ სასახლეში უცხო სტუმარი, პირისპირ შეხვდი მშვენიერ ლედის. სათუთ სახეზე მზის ბრწყინვალება, შემოგხედა და იგრძენი მაშინ - გულმა დაიწყო ფერისცვალება. ვნება აზიდე ნიაღვარული, ვით საჩუქარი დანაელების, ტორას ქალაქში შემოპარული. ოქროდ გიღირდა ყოველი წამი, - გატაცებულმა როდი იცოდი, რომ ბედისწერად გდევნიდა ჟამი. სხივებს იკეცდი თვალში დასტებად, - ლანდად ქცეული მოგზაურს ჰგავდი, ღამეულ ტყეში გზას რომ ასცდება. დაგეწყო ბრძოლა გულისხმიერი, მაგრამ ესოდენ ბუმბერაზ სხეულს არ აღმოაჩნდა ნება ძლიერი. ზღვით ავსებული გაშლილი მკერდი, ათეულ ტომმა ათჯერ დაწურა და შენც დაღლილი გრძნობით შეჩერდი… როცა სახელი მზესაც მოედო, ნუთუ ფიქრობდი - მშობლიურ ზღვაში თავის დაღრჩობით ბრძოლა მოგეგო. მიერიშეს ვეღარ დაჰკარი, და რაც კიჟინით უთქვამს ალვანელს, ისიც უთუოდ, მართალი არი. ბევრი ვარამი დაუთმენიათ, ასეულ წლიდან ამომდუღარე, ტანჯვის საშოდან მოდის გენია. და შეასრულებ მოვალეობას, წამოჩოქებას ვიღა დაგაცლის, ვიღა დაგაცლის თავის მკვლელობას. არ მოიხადო კაცური ვალი, - უნდა ქვეყანას საკვები მისცე და დააჩნიო ცხოვრებას კვალი. გაუდრეკელი ორბის თვალებით, შენი სიცოცხლე წვალებით ზიდე, ზღვას მიაბარე იმავ წვალებით. ასეთი გმირი გმობის ღირსია, - მე - უძლეველი ნების სიმბოლოდ - თვალები ცეცხლით ამომივსია. შენ იცნობ ტალღას, მე კი ფრიალოს, სადაც მიუვალ ხევ-ღრანტეებში ქარი ზუილით დახეტილობს. დაბლა, ბარისკენ გავჭერი სივრცე, პატარა ბიჭი შევხვდი დროებას და საიმედო მეგზურად მიცნეს. ბედით დარახტულ რაშებს ვაჭენებ, მაგრამ სიცოცხლეს თუ ვეღირსები, შენსავით წყალში არ ჩავასვენებ. ორ პოლიუსად, ორი წერტილი, თუ ფიქრი ბრძოლით გამიღარიბდა დეე, დავეცე ფრთამოწყვეტილი. ტიალი ძვლები ქარმა გარიყოს, სიცოცხლე ფუჭად გადაცოხნილი, სჯობია გაქრეს და აღარ იყოს. სცნობენ სამყაროს ღირსეულ შვილად, ვინც საკუთარი სისხლი მოზიდა დიდი საქმისთვის უმცირეს წვლილად. მიზანს არა დროს არა დავაცილებ ამ გულს, ქვეყანას თუ ეკმარება რყევის გარეშე გავუნაწილებ. ჯანღებში ელვად გადატეხილი, ოკეანეზე უფრო ძლიერი, ჟამთა ჯარაზე ამოგრეხილი. დამყვება ფიქრი მარად მგძნებარი, სამარეშიაც სულს ავაფეთქებ, ბედის მეტოქე დაუდეგარი. თვალში ჩავისხამ და დავაოკებ, გამბედაობაც სწორედ იგია, თუ ბედს მუხლებზე წამოაჩოქებ. მასზე ნაოჭი - მთების ხეობა, თუკი სიცოცხლე ბრძოლას შეადნა, დამრჩება მაინც გამბედაობა. და გრიგალივით მინდა თარეში, პრომეთეოსის ცეცხლს დავატარებ ბედნიერ ქვეყნის მზიურ მხარეში. ორი სიცოცხლე როდი მეყოფა, ვერ გადასწვდება მთებური გული, იმდენად დიდი არის ეპოქა. ერთ შეხედვით მზესაც დავაცხრობ, თუ საქართველო შვილად მიმიღებს, თუშურ სტიქიას ბარსაც გავაცნობ. მაღალი შუბლი გესლმა დაღაროს, სირცხვილი მაშინ აწყვეტილ მხედარს, თუ მან ოდესმე თავი დახაროს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |