დააგვიანა მეტეხიდან მთვარემ ამოსვლა, სივრცე ოქროსფერ შადრევნებით ვეღარ დათოვა, ცას გადაეკრა შავი ნისლი ამ საღამოსაც ამ საღამოსაც დემონივით ისევ მარტო ვარ. და დავემსგავსე უდაბნოში მავალ მათხოვარს, ადრე ჩამიქრა ჭაბუკურად მღელვარე განცდა, ქრიან დღეები და მე მაინც ისევ მარტო ვარ. ბევრმა მათგანმა ვაჟკაცური კვალი დატოვა, მე კი გავქრები სამზეოდან ჩრდილივით უცებ, რადგან სიცოცხლის მიწურულშიც ისევ მარტო ვარ. თუ არ მიმიღებს მომავალი, როგორც სახსოვარს, ცა დამეღრუბლა ცას სადარო პირი არ უჩანს და ამ საღამოს სიჩუმეშიც ისევ მარტო ვარ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |