დგას ტყე უღრანი, სურნელებით პირამდე სავსე, მზის სიმხურვალე მოხეთქილი ციდან ღვარებად, და ვხედავ ახლა, ამ ცხოვრების უდაბურ გზაზე ოცდამეათე გაზაფხულის შემონათებას.
გავყურებ უკან გადაქროლილ დღეთა ქარავანს, იქ შემოდგომის სუსხდაკრული მოჩნს ყოველი, მაგრამ ჯერ კიდევ დაღუპული მაინც არა ვარ.
ვისაც სურვილი აუყვავდა ია-ვარდებად, ვინც ბრძოლის ჟინით შეაჯერა ცა და ქვეყანა, იმას სიცოცხლე თავგანწირვით შეუყვარდება.
თუმცა მრავალჯერ საკუთარ გულს მკაცრად შევები, დავკარგე რწმენა, გაზაფხულმა მოისხა ჩრდილი და კვლავ უაზრო გატაცებით ქრიან დღეები.
ბედთან ბრძოლაში ოცდაათი წელი გავიდა, რა იქნებოდა, რა მიზანი, რა ჯოჯოხეთი, ჩემი ცხოვრება რომ დამეწყო ისევ თავიდან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |