ეგ ყორნისფერი თვალები ღია დაბინდულ სივრცეს ხარბადა სვამენ, მოსწყვიტე მზერა მიდამოს მთიანს, ალაპარაკდი, მითხარი რამე. და იდუმალად შრიალებს ღამე. ნუთუ მოგწყინდა ჩემი ალერსი, ნუთუ მანძილმა გრძნობა დაბინდა?! და განთიადის ლაჟვარდზე წმინდა. აგერ, ფიქრით და ცრემლით ნალესი, ჩამოიშალა ჯანღები მთიდან. ჩემს განშორებას რატომ იჩქარი?! მეტს რაღას მთხოვდი, სხვა რა მებადა, თუ არა ეშხი ობოლი ბწკარის. მორჩა ეს ღამეც წაიშლება და ალაზანს კვნესით გაჰყვება ქარი. როგორ ვებრძოდით ორნი იმ ღამეს, როგორ წამართვი სულის სიმშვიდე, და მოლოდინით როგორ დამღალე; დეე, ჩემს ნაცვლად ნიავი შლიდეს, ნიავი შლიდეს მაგ შენს დალალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ადამ ალვანელის პოეზია |