შეიძლებოდეს, მე თქვენს ქარაფებს, მთებო, ამ გულში დავიმარხავდი, არ მინდა მაგ თქვენ უბეს მოვშორდე, არ მინდა გითხრათ "მთებო, ნახვამდის!" გინდ გულში დამკრან მწარე ლახვარი, ანკარა წყარო ჭრილობას მომბანს, წამალს დამადებს ქუჩი გამხმარი. ირემი რქებით შემიწვავს მწვადებს, ლაღი არწივი ბასრი ნისკარტით მომიტანს მთებო, აქ ბარის ამბებს. ზედ დავაპკურებ პოეტის ფიქრებს, ხევის დუდუნზე ჩამეძინება, ზვავის გრიალი გამომაღვიძებს. ლამაზ ჭიუხებს, თოვლიან სერებს, თუშურ გარმონის ხმას რომ გავიგებ, მთებო საფლავში რა გამაჩერებს. მეხთა ელვისგან დაკაწრულ სერებს, რა დამიდუნებს, თუშეთის მთებო, თქვენს მოსახვევად გამოწვდილ ხელებს. ათას წელს ვწვავდე დეკაზე მწვადებს, ნეტავი, მთებო, ჩემი სიცოცხლეც თქვენს კალთებივით ამწვანდებოდეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |