წერით, მღერით დავიღალე, მარტო შენთვის მომიცლია, შენთვის კალამი გავცვითე და მელანი დამიცლია. ენის ტყავი ამიცლია, შენი გული ქვა ყოფილა, ჩემს გზაზე ვერ შემიცვლია. უქმი საქმე მითავია წყალში ვდგევარ და წყალსა ვსცრი ხელთ საცერი მიკავია. რაც რომ საქმე მიყავია ღამურად გადამაქციე თუმც არწივი ვიყავია. რისთვის მყევხარ გულში მდგმურად ესოს მცნებით რომ მივსულვარ მაჰმადის კარს სამსახურად. ჩემი სახლის დასახურად, რათ მინდოდა რომ დავდექი მშრალს ქვიშაზე მებადურად. გრჩევნია მოდი ჭკვაზე აგიტანია ბუმბული გასაშრობად ქარიან მთაზე. რათა სწერამ ყინვის ქვაზე რომელ ვარდსაც შენა ჰგალობ იგი გყიდის მუდამ სხვაზე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |