სიყვარულის მგოსანი ვარ, ვალამაზებ დედაენას, სიმღერების გამჩენი ვარ, მოახმარონ ყველამ ლხენას. ყველას ვუწყობ ვარდის ფენას, მარტო მისი ორგული ვარ, ვინც სიყვარულს უწყებს კბენას. მეოცეში სტუმრად დავალ ქართულ ენას სულ გავლექსავ, სანამ სამარეში ჩავალ. როცა ამ სოფლიდან გავალ, მე სიყვარულს თან წავიღებ, უიმისოდ მე არ წავალ. სულ მზად ვიყავ, ვინც რა მთხოვა, ცოცხალს ფასი ჯერ არა მაქვს, მოვკვდე, არვინ მიწყოთ გლოვა. თუ წავიდა, აღარ მოვა, რუსთაველის შვილობილი და მეორე საიათნოვა“. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იეთიმ გურჯის პოეზია |