დედამ, შვილების ოთახში ერთს მშვენიერს დღეს შესულმა, ნახა, რომ ბნელა და ბავშვებს მიმართა, გაკვირვებულმა: თქვენ გენაცვალოსთ დედაო? დღეის მზეს კაცი დაჰკარგავს? რად არ აჰხადეთ ფარდაო?" "ჩვენ განგებ არ ვხდით იმასო, რადგან შემოაქვსთ ოთახში მტვერი სხივებსა მზისასო!.." "მტვერი ოთახში არიო და სიბნელეში იმალვის თვალისთვის უჩინარიო; მზის სხივი, გამოჩნდებაო და ჩვენც ვგებულობთ, რომ ოთახს გაწმენდა ეჭირვებაო!.." სადაც თავისს შუქს მიაფენს, თუ სადმე იმალებოდა სიავე რამე, მყის აჩენს; უგუნურები ჰფიქრობენ, რომ სწავლას მოაქვს სიავე და მისს შეზღუდვას ცდილობენ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |