ერთხელ მუდოს, ამომძვრალსა მიწიდან მზემ დააცხუნა; არ იამა უჩვევს პირი ხვრელისაკენ გაიბრუნა. და უსულო მზის სხივებსო. რად შეჰნატრის, ნეტა მათში სასარგებლოს რას ჰპოვებსო? თუნდაც სულ ნუ იქნებაო; მიკვირს, ან სხვას რას უკეთებს, ვის, ან რისთვის სჭირდებაო? - ხვლიკმა, მყოფმა იქვე ახლოს, და მიუგო: "მზისა ფასი რა გესმისო უსინათლოს?.. და იქ დასტკბი სიბნელითო, ჩვენ-კი გვინდა, მზეს ვუყუროთ და ვსტკბებოდეთ სინათლითო!.. რომ ყველას მზე გვაცოცხლებსო; თუმც აგრე გძულს, უიმისოდ გააფშეკდი შენც ფეხებსო!.." |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |