ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო, გადავსახლდები სხვა საცხოვრისში... შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს, ნაღალატარი მყინავს მაისი. და დავიძინეთ გათენებისას, ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხი და უმსუბუქეს სტრიქონს მომიკლავს. უბირი ხელით მომიკლავს იებს, და ალუბლების სევდიან ბაღში სევდიან ლექსებს დამაწერინებს. მომიკაკუნებს სარკმელზე ფრთხილად, ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარი და მზე იისფერ კაბას მომიტანს. ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში. ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო, გადავსახლდები სხვა საცხოვრისში... |
პოეზიის გვერდი • • • • • • თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია |