ერთხელ იესომ მოწაფეთა წრეში როცა გვერდით ჩაუარა ბაზარს, გზაზე ძაღლის შეამჩნია ლეში სუნს რომელიც გამოსცემდა საზარს. ცხვირზე ორივ აფარებით ხელის, - ალბათ რისხვა მოგვივლინა ღმერთმა, თქვა მეორემ, - და ხიფათი გველის. ცქერა მისი მომტანია ნაღვლის ის რაც კვდება თავის ფორმას კარგავს აბა ამას რაღა უგავს ძაღლის. მეოთხემაც გააგრძელა წყევლა, უცებ მათთკენ შემობრუნდა ღმერთი და ერთბაშად გააჩუმა ყველა. და სიმართლეს რად უკარგავთ შვილებს? ერთი წუთით დააკვირდით მოდით ძაღლის თეთრად მოელვარე კბილებს. ამ ჩემ რჩევას აიმჩატოს ბარგი და ეძებოს რაც კი ხვდება ქვეყნად, ყველაფერში მარტოდ მარტო კარგი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |