მომეცით ხმალი დამახურეთ თავზე ჩაჩქანი, მომგვარეთ ლურჯა უხედნელი, გიჟი, უბელო, არც თანამგზავრი მინდა ვინმე მივალ საჩქაროდ, მხოლოდ მეგზურად მეყოლება მრუმე ღრუბელი. ვითომ საქმით კი არ შემეძლოს სხვებთან დადგომა, ვითომ სუსტი ვარ, უღონო და ბედდაცარული და გამიჭირდეს გავაცხადო ჩემი ნათქვამი. ვანანებ, ვინაც ჩემი ქვეყნის მზეს ერქინება, მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ ხმარობს მახვილს ხევსური, და როგორ მღერის, როცა მოსულ მტერს ერკინება. მინდა საქმითაც დავამტკიცო მღერა ქველური, მარტო ვიბრძოლებ, როგორც ძველად ქისტი ჯოყოლა, რომ ყველა ყბედებს დავუმოკლო ენა გველური. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია |