იქ დამრჩა ტიალი გული, სადაც ალაზნის თავია, სადაც ლამაზად დამდგარან ლურჯკაბიანი მთანია. სადაც სდის ყოვის წყალია, იქ დარჩა ჩემი ლამაზი, ტანაშოლტილი ქალია. მის ღიმილს დაუფარია, სხვამ არ წამართვას ლამაზი, მთებო გეჭიროთ თვალია. სადაც გოროზი მთებია სადაც ვერცხლივით კამკამებს ლამაზ სამრულის წყალია. დამფრთხალი ჯიხვის რქანია, სადაც ძგრიალებს ლოდებზე თუშური ცხენის ნალია. ბებერ არწივის ფრთანია და ისმის გულის საკლავად თუშურ გარმონის ხმანია. ფხა ჩემი ცხენის ნალისა თითქოს მეძახის "დაბრუნდი" უხილავი ხმა ქალისა. კვნესა შურთხების ქნარისა, ბინდბუნდში ქშენა მოისმის კუპრაბალინჩოს წყალისა. სახე ნახევარმთვარისა, და მოკამკამე ვარსკვლავნი ტბათანის ლამაზ ღამისა. სურნელი მოდის ბარისა, დამწიფებულა მაყვალი, ხილი ტბათანის მგზავრისა. რა საამური არისა, დამშრალა მეღორის წყარო, გამხარებელი თვალისა. ნატეხი მათი ტანისა და მივესალმე კახეთსა, მე, შვილი კოხტა ალვნისა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |