წლები ილევა, შინ ვზივარ, უმძრახადა ვარ მთვარესთან, ნაცარში ვწერ და ვკითხულობ, აღარ გავდივარ გარეთა. ნაცარში ვხატავ სახეებს ჩემფერა მგლოვიარეთა, ფიქრების ცეცხლი მინთია, შიგ სტრიქონებს ვწყავ მდარეთა. ბევრჯერ წასულა უკანა მზე ჩამომდგარი კარებთან. ცაზე გამქრალან ვარსკვლავნი, მე დავა მქონდა ქარებთან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტარიელ ხარხელაურის პოეზია |