სამზღვარსა მუხრანისასა რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი, ის რომ სისხლს ლევდა, მენაცა რო ვეყარენით პირჩაღმით. ცოლი რო სხვაგან წავიდა, რო გახდა დუშმანისია, ე, მაგით ძალმიცემული ყივჩაღი წამოიწია. მე რო ის მკვდარი მეგონა, ის თურმე არ მომკვდარიყო, შორით მიმზერდა, ფიქრობდა იქნა დრო დამდგარიყო... მომვარდა ხმალმოღერებით; პური კი აღარა მთხოვა, პური ისედაც მისია ღვინო კი აღარა მთხოვა, ღვინო ისედაც მისია, ცოლი კი აღარა მთხოვა, ღმერთმა გაიგოს, ვისია... მამული მთხოვა - ვერ მივე, ის ჩემი წინაპრისია. შემომიტია ყივჩაღმა, ჯიქურ და ჯიქურ მიტია, ვახ თუ მამული მას დარჩეს, მე გავხდე საძრახისია იმედი მრჩება ღმერთისა, თან ჩემი პაპებისია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გოდერძი ჩოხელის პოეზია |