ის, ვინც ჩემს დღეებს ასე აკლია, ის, ვინც შემორჩა დღემდე ჩემს კარავს, ო, მათი ხსოვნა ისე ნაღდია, ბნელი სამარეც ვერ დაიფარავს! შარა დამბურავს და მივფარდები, როცა დღეები და ღამეები, ჩაიწვებიან როგორც სანთლები: - მენახე, - მსურდა, მადლობა მეთქვა!.. ბოლო იმედიც, რომ მქონდა დღემდე, წაიღო წყალმა, დალეწა მეხმა!.. |