თქვენი იები, ნალოლიები, ლარნაკში თვლემენ წუთის მდგმურები, მე კი, ვარჩევდი სიკვდილს ტყვიებით, ვიდრე ლოგინში საყვედურებით. გმადლობთ, გლოვის დღეს რომ გაგახსენდით; მზიან აკორდებს როგორ მღეროდით?! როდესაც სული სავსეა სევდით, ხოლო ცხოვრება უიმედობით. დაე, ლოდინით დაღლილ თვალებმა, რაღაც იმედით ისევ იელვონ, - რა დაგვიტოვეს ცოდვილმა წლებმა? - ხსოვნა! - ყველაფრის სამაგიეროდ!… |