მცხეთა, ყვავილები, ბაღი, მებაღე და ბაღში ვაზით მოხატული ლურჯი თაღი, - გახსოვს? სევდიანი წიწამურის ტყე ცვარ-ნამით მინამული, - გახსოვს? ო, ის წლები გაცინების, შეხვედრის და დაცილების. გვიხაროდა ყველაფერი, სულ სხვა იყო მცხეთა მაშინ, ელვარე და მზენაფერი!.. ყვავილები, ყვავილები, სამაისოდ, არაგვზე რომ ზევით-ქვევით ყვავის ზვრები… დილა იყო მზენაფერი, შეეფარა ტყეს ირემი, გვიხაროდა ყველაფერი, - გახსოვს?.. |